იუკნევიჩიენე: ეს არის უმკაცრესი რეზოლუცია, რომელიც აქამდე საქართველოზე მიგვიღია

“ეს არის ყველაზე მკაცრი რეზოლუცია, რომელიც აქამდე ოდესმე საქართველოსთან დაკავშირებით მიგვიღია”- ეუბნება “ამერიკის ხმას” ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე. ის ერთ-ერთი მხარდამჭერია იმ რეზოლუციისა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტმა მიიღო და რომლითაც ბიძინა ივანიშივლის, მისი გარემოცვის დასანქცირებას და ქვეყანაში ახალი ს ჩატარებას ითხოვს. რეზოლუციაზე შეფასება “ამერიკის ხმამ” სწორედ რასა იუკნევიჩიენეს სთხოვა.
რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა მიღო სანქცირებულთა გაფართოებულ სიას მოიცავს. რატომ გადაწყვიტეთ, რომ ამ სიის გაფართოება იყო საჭირო და როგორ მოხვდნენ ეს კონკრეტული ადამიანები ამ სიაში?
ეს რეზოლუცია მხოლოდ სანქციების შესახებ არაა. რეზოლუცია მრავლისმომცველია და ნოემბერში მიღებული რეზოლუციის გაგრძელება, მისი შემავსებელია. ეს მოხდა იქამდე, ვიდრე [ირაკლი] გამოაცხადებდა, რომ საქართველომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები გადადო და ვიდრე მასობრივი დემონსტრაციები დაიწყებოდა.
რეზოლუციის სათაურია: “გაუარესებული მდგომარეობა საქართველოში”. მდგომარეობა მართლაც უარესდება. ჩვენ ძალიან ფრთხილად შევაფასეთ სიტუაცია საქართველოში და დავრწმუნდით, რომ ყველაფერი უარესობისკენ მიდის. ნახავთ, რომ რეზოლუციაში შესულია ძალადობის, ძალის გადაჭარბების, დაკავების, ხალხის წვალების ფაქტები.
ასევე ის გამოხატავს ჩვენს ძალიან მყარ მხარდაჭერას ქართველი ხალხისადმი და მათდამი, ვინც ევროპული საქართველოსთვის იბრძვის. რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ქართველ ოფიციალურ პირებს, რომ ევროპულ გზას დაუბრუნდნენ, რომ შეწყვიტონ ძალადობა. მთავარი განწყობა ამ რეზოლუციისა ის არის, რომ სამწუხაროდ, “ქართულ ოცნებას” ქვეყანა ბელარუსულ გზაზე, იმავე დიქტატორული გზით მიჰყავს. ესაა მთავარი გზავნილი.
ამავე რეზოლუციაში საუბარია რეკომენდაციებზე და სანქციები ერთ-ერთია ამ რეკომენდაციებიდან. ჩვენ გავაფართოვეთ სია. [სიაში შეყვანილი] სახელები ძირითადად უკავშირდება მათ, ვინც ბიძინა ივანიშვილს, მის ქსელს, ელიტას ეკუთვნის, ისინი, ვინც ფინანსურად კორუმპირებულია, პროპაგანდისტია, ე.წ მედიებიდან და სხვები, რომლებიც საშუალებას აძლევენ [ბიძინა ივანიშვილს] შეცვალოს საქართველოს კურსი.
თქვენ იცით, რომ ევროპის საბჭო, უნგრეთისა და ს ვეტოს გამო, ვერ ახერხებს სანქციების დაწესებას [საქართველოს მთავრობისთვის]. ამიტომაც, დანარჩენ 25 წევრ ქვეყანას ვთხოვთ, რომ კოორდინირებულად იმოქმედონ და სანქციების პაკეტები წარადგინონ. ეს არის კიდევ ერთი გზა “ქართული ოცნების” რეჟიმზე ზეწოლისთვის.
[რეზოლუციაში] საუბარია უვიზო მიმოსვლის გადახედვაზეც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მტკივნეულია, მაგრამ უვიზო მიმოსვლა კომპლექსური საკითხია და ის დაუმსახურებლად არავის ეძლევა. ის დაფუძნებულია სამუშაო ჩარჩოზე, რომელიც ყველასთვის, ვინც უვიზო მიმოსვლით სარგებლობს, ერთია. ის ასევე დამოკიდებულია ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობაზე და ყველაფერზე, რაც ახლა [საქართველოში] უარესობისკენ მიდის. ასე რომ, შეიძლება საქმე იქამდე მივიდეს, რომ როგორც ეს ბელარუსების შემთხვევაში მოხდა, ქართველებმაც შეიძლება ვეღარ ისარგებლონ უვიზო მიმოსვლის პრივილეგიით. ეს ძალიან სერიოზული გზავნილია და არა უბრალოდ საუბარი.
ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შეუძლებელია ავტოკრატიული მიზნების მქონე ქვეყანასთან. ასე რომ არა მხოლოდ სანქციები, არამედ სხვა უამრავი მნიშვნელოვანი გზავნილია შესული ჩვენს რეზოლუციაში. ვიტყოდი, რომ ესაა ყველაზე მკაცრი რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტს ოდესმე საქართველოზე მიუღია.
ზოგიერთი შეიძლება შეგედაოთ, რომ უვიზო მიმოსვლის შეწყვეტით თქვენ ქართველ ხალხს სჯით და არა მთავრობას. ქართველი ხალხის იმ ნაწილს, ვინც მთავრობის ქმედებებს აკრიტიკებს. ამაზე რას იტყვით?
ამ საჩივარს “ქართულ ოცნებასთან” გადავამისამართებდი. ეს არაა ჩვენი გადაწყვეტილება, ჩვენ იძულებული ვართ ასე მოვიქცეთ. ევროკომისია უვიზო რეჟიმის მქონე ყველა ქვეყანას აფასებს. ისინი, ვინც ამ პრივილეგიით სარგებლობენ, უვიზო რეჟიმის მოთხოვნის კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ. აიძულებს ევროკავშირს, რომ შეცვალოს უვიზო მიმოსვლა. ჩვენ ვერცერთ ქვეყანას ვერ მივცემთ უფლებას ისე მოიქცენენ [როგორ საქართველო], დაარღვიონ უვიზო მიმოსვლის ქონის პირობები და მაინც ისიამოვნონ ამ პრივილეგიით.
ასე რომ ეს ხალხს კი არა, ბიძინა ივანიშვილს ეხება. ხალხმა სწორედ მას, მის ქვეშევდრომებსა და “ქართულ ოცნებას” უნდა დაუსვას ეს შეკითხვა. სწორედ ისინი გვიბიძგებენ ამ ცვლილებისკენ.
როგორც თქვენ თქვით, საქართველოსთვის სანქციების დაწესებაზე ერთიანობა სლოვაკეთისა და უნგრეთის გამო, ევროსაბჭოში არ არსებობს და ამიტომაც ინდივიდუალურ ქვეყნებს სთხოვთ, რომ იმოქმედონ. გაქვთ თუ არა იმედი, რომ მათი უმეტესობა ამ რეკომენდაციას გაითვალისწინებს და რა ნაბიჯებს ელით მათგან?
გვინდა ვნახოთ, ძლიერი, მძიმე სანქციები, ინდივიდუალური სანქციები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც [რეზოლუციაში] არიან ნახსენები. ზუსტად ისევე, როგორც ეს უკვე გააკეთა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ან როგორც ამას ორგანიზებას უწევს დიდი ბრიტანეთი. უნდა ვიმოქმედოთ. ვფიქრობ, ყველამ იცის, რომ ეს რეგიონი უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის უმნიშვნელოვანესია. ამიტომაც გვერდით უნდა დავუდგეთ მათ, ვინც ევროპული მომავლისთვის იბრძვის და დავსაჯოთ ისინი, ვინც დემოკრატიულ პრინციპებს არღვევს და ხალხს ევროპული ცხოვრებისგან აშორებს.
რეზოლუციაში ხაზგასმულია პატიმრების საკითხი, მათ თქვენ პოლიტპატიმრებად განიხილავთ და დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებთ. პატიმრობაშია ჟურნალისტი მზია ამაღლობელიც, რომელიც თვეზე მეტია შიმშილობს. რას ფიქრობთ მის საქმეზე, ასევე მედიასთან დაკავშირებულ იმ ცვლილებებზე, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” დააანონსა- რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს მედია, ზოგადად, დემოკრატიაში?
რა თქმა უნდა ეს [მედია] არის თავისუფალი არჩევნებისა და ყველაფრის, რასაც ჩვენ დემოკრატიას ვეძახით, უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ამიტომაც რეზოლუციაში ცალკე ქვეთავი სწორედ მედიაზე თავდასხმებს და თავისუფალ მედიასთან დაკავშირებულ შეშფოთებაზეა.
ყველა დიქტატორი, როგორც წესი, ერთნაირად იწყებს და თავისუფალ მედიაზე ზეწოლას იწყებს. ძალიან კარგად გვახსოვს პუტინის პირველი ნაბიჯები, ლუკაშენკოს სტილიც ვიცით. ასე, რომ ეს [მედიის თავისუფლება] დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
რეზოლუცია ამბობს, რომ არ აღიარებთ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და მოუწოდებთ ევროკომისიას, საქართველოს წარმომადგენლად მოიწვიოს. თუმცა, იმ რეალობაში, როდესაც სალომე ზურაბიშვილს არ აქვს არანაირი ძალაუფლება ახლანდელ მთავრობაში, რამდენის გაკეთება შეუძლია მას და რამდენად ეფექტიანი იქნება ევროკავშირისთვის მასთან მუშაობა?
მასთან ვიმუშავებთ ისევე როგორც ეს სხვა შემთხვევებში ხდება. მაგალითად სვეტლანა ციხანუსკაია აიღეთ. როდესაც ქვეყანა ფორსმაჟორულ მდგომარეობაშია და მოსახლეობა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში მონაწილეობას ვერ იღებს, როგორც მაგალითად, ასევე შია [ომის გამო], იქამდე, ვიდრე ახალი არჩევნები ჩატარდება, ერთადერთი გზა არის იმ ადამიანების აღიარება, ვინც წინა არჩევნებში გაიმარჯვა.
ჩვენ [ევროპარლამენტი] არ ვაღიარებთ ოქტომბრის არჩევნებს, პარლამენტს, მთავრობასა და ე.წ პრეზიდენტს. ნათელია, რომ სხვა გზა არაა, გარდა იმისა, რომ ვაღიაროთ ის ადამიანი, რომელიც აქამდე აირჩიეს დემოკრატიულ არჩევნებში. მართალია ის არჩევნებიც გააკრიტიკეს, მაგრამ არა ისე, როგორც [ოქტომბრის] არჩევნები. ვენესუელის შემთხვევაშიც აბსოლუტურად იგივე ხდება.
მნიშვნელოვანია ისიც, რაც წინა რეზოლუციაშიც იყო შესული და რასაც ეს რეზოლუციაც იმეორებს: ერთადერთი გზა არსებული კრიზისიდან გამოსასვლელად არის ხელახალი არჩევნები. ახალ, თავისუფალ და სამართლიან ალტერნატივა არ აქვს.
რა თქმა უნდა, ამ არჩევნებს ვერ ჩაატარებს “ქართული ოცნება”, რადგან იგივე დარღვევები იქნება. საჭიროა არჩევნები ნეტრალურ გარემოში, საზოგადოების მხარდაჭერის ფონზე. თუ ამის შემდეგ ხალხი იტყვის, რომ მათ სურთ ბიძინა ივანიშვილის გზით სიარული და ს ორბიტაზე დაბრუნდება, მაშინ ეს მათი არჩევანი იქნება. თუმცა, არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი. მათ [საქართველოს მთავრობამ] ამაზე რაც შეიძლება სწრაფად უნდა იფიქრონ. სხვა შემთხვევაში, საქართველო დაკარგავს შანსს, გახდეს ევროკავშირის წევრი.
ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის შესახებ მინდა გკითხოთ, რომელმაც თქვა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას “ჩალის ფასი” აქვს. მოვისმინეთ მწვავე განცხადებები ევროპარლამენტარების საწინააღმდეგოდაც. რას გეუბნებათ საქართველოს მთავრობის ეს მიდგომა?
ვფიქრობ, არაფერი იცვლება. ამას უკვე მიჩვეულები ვართ. ეს მათი ანტიდემოკრატიული ქცევის ნაწილია. ისინი ავტოკრატები არიან და არ ესმით, რას ნიშნავს საპარლამენტო სისტემა, დემოკრატია, რეზოლუციები, თუ ამ რეზოლუციებში გამოყენებული ტერმინები.
რა თქმა უნდა, არ ვარ იმით კმაყოფილი, რომ წევრი ქვეყნები, ევროსაბჭო და ევროკომისია საკმარისად არ არიან ამ პროცესებში ჩართული, თუმცა, ვფიქრობ, ამის დროც მოვა. ასე რომ, ჩვენი რეზოლუციები უმნიშვნელოვანესი გზავნილებია ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტებისადმი. საქართველოს შესახებ მიღებულ ბოლო რეზოლუციას უდიდესი მხარდაჭერა ჰქონდა ყველა პოლიტიკური გუნდიდან. ჩვენი ოფიციალური პირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ [ევროპარლამენტის] ყველა პოლიტიკური გუნდი ერთიანია.