იუთუბერები რუსული კანონის წინააღმდეგ – ვიდეო

იუთუბერების “ოცნების” მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონს ერთობლივად აპროტესტებენ – ისინი რუსთაველზე შეკრებილ მომიტინგეებს სოლიდარობას უცხადებენ და ამბობენ, რომ რუსული კანონი ქვეყნის ევროპულ მომავალს დააზიანებს.
მათი მიმართვა რამდენიმე წუთის წინ “იუთუბზე” გავრცელდა.
ჩვენ ვარ თქვენ გვერდით” – ეუბნებიან იუთუბერები რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს.
იუთუბერები ხელისუფლებას მოუწოდებენ, თავი დაანებონ იარლიყების მიკერებას, რადგან მათი თქმით, რუსთაველზე მდგომი ახალგაზრდები ქვეყნის მომავალს იცავენ.
ახლა უნდა ამოვიღოთ ხმა, მერე გვიან იქნება., უნდა დავდგეთ ისტორიის სწორ მხარეს” – ამბობენ იუთუბერები.

ასევე დაგაინტერესებთ

ოქრიაშვილი გაზის გაძვირებაზე – ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ვერ შეიქმნება კონკურენტული, ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოები, – ე.ი. ვერ შეიქმნება მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები!