“იუვენტუსმა” სპალეტის არჩევით შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღო, თან მას ახალი კვარაცხელიაც ეყოლება” – “რომას” ყოფილი სპორტული დირექტორი

დიდი ალბათობით, ტურინის “იუვენტუსს” “ნაპოლისა” და იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცი, ლუჩანო სპალეტი ჩაიბარებს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, მხარეები 1-წლიან ხელშეკრულებაზე უკვე შეთანხმდნენ და “ბებერი ქალბატონი” ამის შესახებ ოფიციალურად მალე გამოაცხადებს.
“რომას” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინიმ “ბიანკონერის” გადაწყვეტილება მოუწონა და განაცხადა, რომ სპალეტის “იუვენტუსისგან” “ნაპოლის” მსგავსი საჩემპიონო გუნდის შექმნა შეუძლია.
“სპალეტი “იუვენტუსისთვის” ნამდვილად სწორი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, რომ სპალეტის შესწევს ძალა “ბიანკონერი” მწვერვალზე დააბრუნოს. ლუჩანო ფიზიკურად იტანჯება ეროვნულ ნაკრებში წარუმატებლობის გამო და სიმშვიდეს ვერ პოულობს.
როგორ წარმომიდგენია ქენან ილდიზი სპალეტის სქემაში? ის შეუჩერებელი იქნება. ის ზღაპრული ნიჭით გამოირჩევა, ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე გადამწყვეტი როლი აქვს, თანაც უმაღლეს დონეზე. ილდიზს შეუძლია იყოს ის, რაც კვარაცხელია სპალეტის “ნაპოლისთვის” სკუდეტოს სეზონში გახლდათ. არა იმდენად მისი განსხვავებული მახასიათებლების, არამედ გუნდსა და მატჩებზე მისი გავლენის თვალსაზრისით”, – განაცხადა საბატინიმ.
ცნობისთვის, რომანოს ინფორმაციით, თუ სპალეტი “იუვენტუსის” ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანას მოახერხებს, მაშინ მისი ხელშეკრულება ავტომატურად კიდევ 1 წლით გახანგრძლივდება.
ნუთუ სულ არ რცხვენია? – არშავინი ყოფილმა მეუღლემ ტყუილსა და სიხარბეში ამხილა
“რომას” არჩევანი: ან ჯეკო, ან რონდონი
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
სპალეტი საქმეში ბრუნდება? “იუვენტუსმა” იგორ ტუდორი გაათავისუფლა
“სამპდორიას” დირექტორი: კომაში ყოფნისას თავი სამოთხეში მეგონა – სუპერმარკეტს ჰგავდა
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს – “ნაპოლის” ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
კიდევ ერთი ვარიანტი – “იუვენტუსი” შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
“გატუზო ნამდვილი ადამიანია და პირადად გესაუბრება” – ლოკატელის მინიშნება სპალეტიზე?
“ვადასტურებ, ამ ჩემპიონატში მუშაობა ჩემი ოცნებაა” – ლუჩანო სპალეტი
როცა ურემი გადაბრუნდა… “ინტერიდან” პიოლი გაუშვეს, საბატინი მივიდა, კონტე უნდათ
იილდიზით გრანდები არიან დაინტერესებული
“კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე დაყენება ლუის ენრიკეს პრობლემური სიჯიუტეა” – ფრანგი ჟურნალისტი
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო 90 წუთი – “იუვენტუსმა” 8-მატჩიანი მოუგებელი სერია “უდინეზესთან” დაასრულა
[VIDEO] “კვარა” შეცვლაზე – პსჟ-მ “ლორიენთან” დუე და ორი ქულა დაკარგა
საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი – კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს
“ნაპოლი” “კვარას” გაყიდვით სწორად მოიქცა” – “რომას” ყოფილი სპორტული დირექტორი
დანიელე დე როსის არჩევანი: ამერიკა თუ ახალი კონტრაქტი
რატომ არის ლევან მჭედლიძე “რომას” სპორტული დირექტორის შეცდომა?
სპალეტი: ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოვექეცი და ძილი დავკარგე
“სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო” – “ფენერბაჰჩეს” პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
“სალაჰი, ტოტი, კვარაცხელია…” – სპალეტიმ სიმბოლური ნაკრები შეადგინა
“ასეთ პირობებზე ვერ დავრჩებოდი” – სპალეტიმ “ნაპოლის” დატოვების მიზეზი დაასახელა