“იუვენტუსმა” იტალიის თასის ფინალში “ატალანტა” დაამარცხა [VIDEO]

იტალიის სუპერთასის ფინალში “იუვენტუსმა” “ატალანტა” 1:0 დაამარცხა და აღნიშნული ტიტული 2021 წლის შემდეგ პირველად მოიგო.
შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-4 წუთზე “ბიანკონერის” სერბმა ფორვარდმა დუშან ვლაჰოვიჩმა გაიტანა.
ტურინულმა გუნდმა იტალიის სუპერთასი ისტორიაში მე-15-ედ მოიპოვა, რაც ქვეყნის საუკეთესო შედეგია. “ბებერი ქალბატონის” შემდეგ ყველაზე მეტი სუპერთასი “ინტერს” და “რომას” (ორივეს 9-ჯერ) აქვთ მოგებული.
გასპერინის “ატალანტა” კოპა იტალიას ფინალში ბოლო 5 წელიწადში მესამედ დამარცხდა.