“იუვენტუსი” “ბენფიკას” მცველის გადაბირებას ცდილობს

“იუვენტუსი” “ბენფიკას” 21 წლის მცველით, ანტონიო სილვათი დაინტერესდა და ლისაბონურ კლუბს კონკრეტული წინადადებითაც მიმართა.
ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ ტრანსფერის განხორციელება ძალიან უნდათ “იუვენტუსის” სპორტულ დირექტორს კრისტიანო ჯუნტოლის და მწვრთნელს ტიაგო მოტას.
“იუვემ” მზადყოფნა გამოთქვა ანტონიო სილვა 5 მილიონ ევროდ იჯარით აიყვანოს და სეზონის ბოლოს 30 მილიონად გამოისყიდოს, თუმცა “ბენფიკას” თანხა ეცოტავება. სავარაუდოდ, “ბებერი ქალბატონი” მალე ლისაბონურ კლუბს ახალი შეთავაზებით მიმართავს.
ანტონიო სილვამ ამ სეზონში ჩემპიონატის 7 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მას პორტუგალიის ნაკრებში 17 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.