“იუვენტუსის” მწვრთნელმა კვარაცხელიაზე უხეშობაზე კითხვას უპასუხა

21 სექტემბერს, სერია A-ს მეხუთე ტურში “ნაპოლი” სტუმრად “იუვენტუსს” დაუპირისპირდება. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მასპინძელთა გუნდის მწვრთნელს, ტიაგო მოტას კითხვა დაუსვეს იმაზე, თუ რას ფიქრობს ზე სისტემტურად უხეშობაზე.
“მე მხოლოდ ჩემს ფეხბურთელებზე შემიძლია ვისაუბრო. რა თქმა უნდა, ჩემი ბიჭები მოედანზე წესების დასარღვევად არ გადიან. შემიძლია ამის გარანტია მოგცეთ. მათ ყოველთვის ფეხბურთის თამაში უნდათ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: ისინი არასოდეს არ “ყვინთავენ”, ფეხზე დგომას, თამაშს და ფეხბურთის პატივისცემას ცდილობენ.
სიმულაცია ეს სხვაა. ჩვენ ერთი უკიდეროსობიდან მეორეში მივედით – მიუღებელი ფოლებიდან დაწყებული, ნებისმიერი მინიმალური კონტაქტის შედეგად “გაფორმებით” დამთავრებული, რომელიც ძალიან თეატრალური ხდება და თამაშისთვის სასარგებლო არ არის. ამაზე ყველანი ვმუშაობთ, რათა თამაშს პატივი ვცეთ და გულშემატკივრებმა ფეხბურთისგან სიამოვნება მიიღონ”, – უპასუხა მოტამ.