“იუვენტუსის” კაპიტანი “ნაპოლის” ფეხბურთელი გახდება

33 წლის მარჯვენა მცველი დანილო „იუვენტუსიდან“ მალე „ნაპოლიში“ გადავა, – იტყობინება „კორიერე დელო სპორტი“.
გამოცემის ცნობით, ნეაპოლურმა კლუბმა ბრაზილიელთან მოლაპარაკებები თითქმის დაასრულა, „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ კი განაცხადა, რომ ის გუნდის შემადგენლობიდან გამოიყვანეს.
დანილოს „იუვესთან“ კონტრაქტი ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მიმდინარე სეზონში სერია A-ს 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო Transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 4 მილიონი ევროა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში