„იუვენტუსის“ აკადემიის ჩემპიონატზე წალენჯიხის „იუვენტუსი“ გაემგზავრა

„იუვენტუსის“ აკადემიის ჩემპიონატზე წალენჯიხის „იუვენტუსი“ გაემგზავრა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ევროპაში გამართულ საფეხბურთო მატჩებში პირველად მონაწილეობას წალენჯიხის აკადემიის აღსაზრდელებიც მიიღებენ.
„ტურინში „იუვენტუსის“ აკადემიების მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. ევროპაში გამართულ საფეხბურთო მატჩებში მონაწილეობას პირველად წალენჯიხის აკადემიის აღსაზრდელებიც მიიღებენ. ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელები დღეს პირველ თამაშს ლონდონის აკადემიის გუნდთან გამართავენ. ჩემპიონატში, ჯამში, 26 ქვეყნის 36 აკადემია იღებს მონაწილეობას.
ამ ჩემპიონატს წინ უსწრებდა მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის დავიდ ტრეზეგეს ვიზიტი საქართველოში, ფრანგმა ფეხბურთელმა წალენჯიხის აკადემიის აღსაზრდელებს საკუთარი ცოდნა გაუზიარა. პარტია „ლელოს“ ლიდერებმა უკვე დააანონსეს, რომ იუვენტუსის აკადემია თბილისშიც გაიხსნება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი: მოთმინებით ეპყრობოდა აშშ “ქართული ოცნების” მანევრებს, კობახიძე მიწვეული იყო ვაშინგტონში და უარი განაცხადა, ახლა კი მასთან შეხვედრა აღარავის უნდა – არ გამოვრიცხავ, შემდეგი სანქციები არჩევნებამდეც გამოცხადდეს

პრემიერი “მომავლის სამიტზე” – ჩვენს წინაშე უპრეცედენტო გამოწვევებია – საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად