“ნაპოლის” გარმარბი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს მორიგ მატჩში “ლაციოსთან” დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს. ჟურნალისტი პაოლო ძილიანი კი მიიჩნევს, რომ “კვარა” იტალიის ჩემპიონატის მახინჯი სახის მსხვერპლია და ამით მათი ფეხბურთი ზარალდება.
ძილიანმა განაცხადა,, რომ ქართველის დასჯა იტალიური ფეხბურთის ნეგატიურ სახეს წარმოადგენს, რამეთუ ის ფეხბურთის სილამაზეა, მსაჯებისგან დაცული უნდა იყოს და პირიქით ხდება.
ძილიანმა იტალიურ მედიაში აღნიშნა, რომ კვარაცხელიაზე ნადირობა გრძელდება და იმის მაგივრად, რომ დამნაშავეები დასაჯონ, აბსურდს აქვს ადგილი და დასჯილი ხვიჩა გამოდის.