იტალიურად ითარგმნა და გამოიცა ქეთი ნიჟარაძის პოეტური კრებული “რომაული არდადეგები”

მწერალთა სახლის ხელშეწყობით, იტალიურად ითარგმნა და გამომცემლობის Giuliano Ladolfi Editore მიერ გამოიცა ქეთი ნიჟარაძის პოეტური კრებული “რომაული არდადეგები”.
მთარგმნელი: ნუნუ გელაძე
“რომაული არდადეგები” არის “თანამედროვე ქართველი პოეტის მოგზაურობა „ამაღლებულში“ – ბერძნულ-ლათინური გამოთქმებით შთაგონებული პოეტური ექსპერიმენტი. წიგნის მეორე ნაწილში გაეცნობით ამ საყოველთაოდ ცნობილი და დამკვიდრებული ფრაზების წარმომავლობასა და განმარტებებს.

ასევე დაგაინტერესებთ

“იმ სამარცხვინო ტყუილის შემდეგ, რაც გუშინ “რეაბილიტაციის” კომიტეტმა ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხო განცხადებაში იკადრა, კიდევ ერთხელ ვასაჯაროებთ სახურავზე დაგროვებული თოვლის ამსახველ ფოტომასალას”