იტალიის სანაპიროზე, ნარჩენების შემწოვი მტვერსასრუტი რობოტი ძაღლი გაუშვეს

იტალიელმა დიზაინერებმა მტვერსასრუტით აღჭურვილი რობოტი ძაღლი VERO შექმნეს.
VERO-ს შეუძლია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით სიგარეტის ნამწვები ამოიცნოს და ფეხებზე მიმაგრებული მტვერსასრუტის მილაკებით ისინი შეიწოვოს.
VERO-ს დეველოპერები იმედოვნებენ, რომ ეს იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გარემოსდაცვითი პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთი გზა.
„რობოტი VERO შეიქმნა იმ იმედგაცრუების შედეგად, როდესაც ვხედავთ, რა ადვილად იშორებენ ადამიანები სიგარეტის ნამწვებს და მარტივად ტოვებენ სანაპიროზე თუ ჩიხებში. ეს ის ადგილებია, სადაც სპეციალური საწმენდი მანქანები ვერ შედიან. ამ პატარა, ძნელად მისადგომ ადგილებში ადამიანებს უწევთ სათითაოდ აკრიფონ ისინი ეს აშკარად არ არის კარგი გამოსავალი“- ამბობს იტალიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის გუნდის წევრი კლაუდიო სემინი.
VERO იყენებს კამერის სისტემას და ალგორითმს, რათა ამოიცნოს სამიზნეები და დაგეგმოს მარშრუტი.
დეველოპერების თქმით, რობოტმა სხვადასხვა გარემოში წარმატებით შეაგროვა სიგარეტის ნამწვების დაახლოებით 90 პროცენტი. ამასთან, დოქტორი კლაუდიო სემინი ამბობს, რომ რობოტს ასევე, შეეძლება სხვა, უფრო დიდი ნარჩენების შეწოვა და აღრიცხვა.
„ეს შეიძლება იყოს ბოთლის თავსახურები ან პლასტმასის პატარა ნაჭრები, რისი შეწოვაც მცირე მილაკებს შეეძლებათ. თუმცა, ამავდროულად, რობოტს შეეძლება შექმნას მცირე სტატისტიკა – თუ რომელ უბანში რამდენი ნაგავია და თუ აღმოაჩენს უფრო დიდ ობიექტებს – როგორიცაა ბოთლები და პიცის ყუთები, მას შეუძლია ჩაინიშნოს ეს ინფორმაცია. მოგვიანებით ადამიანთა გუნდს ან სხვა რობოტ დამლაგებლებს შეეძლებათ წავიდნენ და შეაგროვონ ასეთი, უფრო დიდი ნივთები“ – განმარტავს დოქტორი კლაუდიო სემინი.
bp.ge

ასევე დაგაინტერესებთ