იტალიის პროკურატურა „ნაპოლის“ პრეზიდენტის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს
ესპანური გაზეთის, Marca-ს ინფორმაციით, იტალიის პროკურატურამ „ნაპოლის“ პრეზიდენტის, აურელიანო დე ლაურენტისის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა.
„ნაპოლიმ“ ხუთი წლის წინ ფრანგული „ლილიდან“ ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი შეიძინა – ნეაპოლელებს დღემდე პრობლემები აქვთ ამ გარიგების გამო. სამართალდამცავებს მიაჩნიათ, რომ მაშინ საქმე ჰქონდა ფინანსურ თაღლითობას.
დანაშაულს, რომელიც უკავშირდება ბუღალტრულ მაქინაციებს, ადგილი უნდა ჰქონოდა 2019, 2020 და 2021 ფინანსურ წლებში. პრეზიდენტის გარდა, პროკურატურა ითხოვს ბრალის წაყენებას თავად „ნაპოლისთვის“ და იტალიელი ანდრეა კიაველისთვის, რომელიც დე ლაურენტისის მარჯვენა ხელია.
ბერძენი ფეხბურთელის, კოსტას მანოლასის შეძენაც ასევე შედის გამოძიების ოპერაციათა სიაში, მაგრამ ოსიმენის ტრანსფერი ამ ჩამონათვალში ყველაზე მნიშვნელოვანია.
