იტალიის პრემიერ-მინისტრი ჩინეთში პირველი ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის პრემიერს შეხვდა

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ჩინეთში პირველი ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის პრემიერს ლი ციანს შეხვდა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, სამწლიან გეგმას მოაწერა ხელი.
ჩინეთში თავის ვიზიტზე საუბრისას, იტალიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის ორმხრივი თანამშრომლობის ახალი ფაზის დაწყების სურვილის დემონსტრირება. მისივე განმარტებით, მხარეების მიერ ხელმოწერილი შეთანხმება მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაზრდას ელექტრომობილებისა და განახლებადი ენერგიის მიმართულებით.
შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება ლი ციანის ოფისმაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ორი ქვეყანა მიზნად ისახავს ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის გაზრდას მცირე და საშუალო ზომის წარმოებებს შორის გემთმშენებლობის, აერონავტიკის, ახალი ენერგიისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.
ცნობისთვის, იტალიის პრემიერს ჩინეთში 5-დღიანი ვიზიტი აქვს დაგეგმილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი მოქალაქეებს – რამდენს გვაქვს უფასო ფული? რომელ სოფელს დაახარჯეს 5 მილიონი? ვინ მუშაობთ აშენებული ქარხნებიდან რომელიმეში? ვინ ყიდულობთ ბენზინს განახევრებული ფასით? – ესენი უნდა დავტოვოთ გაღიმებულები!