Bloomberg ავრცელებს ინფორაციას, რომ იტალიის პრემიერმინისტრი, ჯორჯია მელონი ცდილობს დაარწმუნოს უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი, გააუქმოს წინააღმდეგობა უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერის მიმართ და გააუმჯობესოს ურთიერთობები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
როგორც გამოცემა წერს, ამ საკითხზე პროგრესმა შესაძლოა გზა გაუხსნას ორბანის პარტია Fidesz-ს, შეუერთდეს ულტრამემარჯვენე ევროპელ კონსერვატორებსა და რეფორმისტებს (ECR) მელონის პარტიასთან, პოლონეთის მემარჯვენე პარტია “კანონი და სამართლიანობასთან” და ნაციონალისტურ პარტია “შვედეთის დემოკრატებთან” ერთად.
“ბლუმბერგი” წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მელონი ასევე უბიძგებს ორბანს, შეცვალოს თავისი მიდგომა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და აღადგინოს ურთიერთობები კიევთან, როგორც ECR-ში გაწევრიანების პირობა.
დისკუსიები გაიმართა სხვადასხვა დონეზე, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის – განუცხადეს თანამოსაუბრეებმა Bloomberg-ს ანონიმურობის პირობით.