იტალიის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

იტალიის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
გამოეცემის ცნობით, პარლამენტარებს შორის ჩხუბი დიფერენცირებული ავტონომიის შესახებ კანონპროექტის განხილვისას მოხდა.
ზოგიერთი პარლამენტარის თქმით, “ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის” დეპუტატს, ლეონარდო დონოს ფიზიკური დაპირისპირების დროს თავში ორჯერ ჩაარტყეს.
საჭირო გახდა ექიმების ჩარევა. ლეონარდო დონო დარბაზიდან ეტლით გაიყვანეს.