იტალიის ნაკრებში მალდინების გვარის ერა გრძელდება. ამჯერად “სკადრა აძურას” რიგებში დანიელ მალდინიმ ითამაშა, რომლის დებიუტიც ერთა ლიგის საშინაო მატჩში ისრაელთან საშინაო 4:1 მოგებულ შეხვედრაში შედგა.
“მონცას” ფორვარდი მოედანზე 73-ე წუთზე ჯაკომო რასპადორის მაგივრად გამოჩნდა. დანიელის მამის პაოლო მალდინის დებიუტი იტალიის ნაკრებში 1988 წელს შედგა და მან ქვეყნის მთავარი მაისურა 126 შეხვედრაში მოირგო.
რაც შეეხება დანიელის ბაბუა ჩეზარეს, მან “სკაუდრა აძურაში” პირველად 1960 წელს იასპარეზა, კარიერის დასრულების შემდეგ კი ეროვნული ნაკრების მწვრთნელიც გახდა. ჩეზარე მალდინი 2016 წელს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.