იტალიის მნიშვნელოვანმა კინოარქივმა CSC-Cineteca Nazionale-მა ქართულ კინოს უმასპინძლა

საფრანგეთის La cinémathèque-ის შემდეგ იტალიის ყველაზე მნიშვნელოვანმა კინოარქივმა – CSC-Cineteca Nazionale-მა ქართულ კინოს უმასპინძლა.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, მერაბ კოკოჩაშვილის „დიდი მწვანე ველი“ იტალიელი მაყურებლის წინაშე წარდგა და დიდი მოწონება დაიმსახურა. La Cinémathèque- სა და CSC-Cineteca Nazionale-ში ქართული ფილმების პროგრამირება დაიგეგმა და განხორციელდა ევროპაში საქართველოს კინოცენტრის წარმომადგენლის, სოფია ბაბლუანის, მიერ.
პროგრამერებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ამ მნიშვნელოვანი კინოინსტიტუტების საქართველოსთან თანამშრომლობას.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს