იტალიის მთებში დინოზავრების ათასობით ნაკვალევი აღმოაჩინეს – რაზე მიანიშნებს უნიკალური აღმოჩენა?

ჩრდი­ლო­ეთ იტა­ლი­ა­ში, ეროვ­ნულ პარკში, მეც­ნი­ე­რებ­მა დი­ნო­ზავ­რე­ბის ათა­სო­ბით ნაკ­ვა­ლე­ვი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნის დი­ა­მეტ­რი 40 სან­ტი­მეტრს აღ­წევს. მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, ნაკ­ვა­ლე­ვის ასა­კი და­ახ­ლო­ე­ბით 210 მი­ლი­ო­ნი წელს შე­ად­გენს.
· ნაკ­ვა­ლე­ვე­ბი პა­რა­ლე­ლურ რი­გე­ბა­დაა გან­ლა­გე­ბუ­ლი და ბევრ მათ­გან­ზე მკა­ფი­ოდ ჩანს ბრჭყა­ლე­ბის ანა­ბეჭ­დე­ბი. მკვლევ­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ისი­ნი პრო­ზავ­რო­პო­დებ­მა – ბა­ლა­ხისმჭა­მელ­მა დი­ნო­ზავ­რებ­მა და­ტო­ვეს, რომ­ლებ­საც გრძე­ლი კი­სე­რი, პა­ტა­რა თავი და ბას­რი ბრჭყა­ლე­ბი ჰქონ­დათ.
· “ვე­რა­სო­დეს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ იმ რე­გი­ონ­ში, სა­დაც ვცხოვ­რობ, ასეთ შთამ­ბეჭ­დავ რა­მეს აღ­მო­ვა­ჩენ­დით”, – გა­ნა­ცხა­და მი­ლა­ნელ­მა პა­ლე­ონ­ტო­ლოგ­მა კრის­ტი­ა­ნო დალ სა­სომ.
მთის ფერ­დობ­ზე ასე­უ­ლო­ბით მეტრზე დამ­ჩნე­უ­ლი უც­ნა­უ­რი კვა­ლი პირ­ვე­ლად გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბერ­ში, ფო­ტოგ­რაფ­მა ამა­ტორ­მა ელიო დელა ფე­რე­რამ შე­ამ­ჩნია და სპე­ცი­ა­ლის­ტებს შე­ა­ტყო­ბი­ნა.
“პრო­ზავ­რო­პო­დე­ბი, რო­მელ­თა კვა­ლიც აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, სიგ­რძე­ში 10 მეტრს აღ­წევ­და, ორ ფეხ­ზე გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა სა­ვა­რა­უ­დოდ გა­ჩე­რე­ბის დროს წინა კი­დუ­რებ­საც იყე­ნებ­დნენ, ფაქ­ტობ­რი­ვად, გრან­დი­ო­ზუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო სა­გან­ძუ­რი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ“, – ამ­ბობს პა­ლე­ონ­ტო­ლო­გი.
სტელ­ვი­ოს ეროვ­ნუ­ლი პარ­კი იტა­ლი­ი­სა და შვე­ი­ცა­რი­ის სა­ზღვარ­თან მდე­ბა­რე­ობს, იმ ად­გი­ლებ­თან ახ­ლოს, სა­დაც მო­მა­ვალ წელს ზამ­თრის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის გა­მარ­თვა არის და­გეგ­მი­ლი.
წყა­რო: www.ambebi.ge