იტალიის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების მეთორმეტე პაკეტის შესახებ სამინისტროთაშორისი დადგენილება ძალაში შევიდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროსეტომ საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებთან კოორდინაციით ხელი მოაწერა დადგენილებას, რომელიც უკრაინის სამთავრობო ორგანოებისთვის სამხედრო მანქანების, მასალებისა და აღჭურვილობის გადაცემას ითვალისწინებს.
ამ აღჭურვილობის სია იტალიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ შედგენილ გასაიდუმლოებულ დოკუმენტში შედის. მისი შინაარსი, უსაფრთხოების მიზნით, არ გამოქვეყნებულა.
დადგენილებაში მითითებულია, რომ მანქანები, მასალები და აღჭურვილობა უკრაინას უფასოდ გადაეცემა.




