მონაცემთა დაცვის იტალიურმა მარეგულირებელმა (Garante Per La Protezione Dei Dati Personali) შეიტანა საჩივარი ამერიკული კომპანია OpenAI-ის წინააღმდეგ ევროპული კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის გამო. ამის შესახებ MarketWatch სამეთვალყურეო ორგანოს განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
გამოძიების შემდეგ, რომელიც გასული წლის მარტში დაიწყო, მარეგულირებელმა დაასკვნა, რომ კომპანიის მიერ შემუშავებული ChatGPT ჩატბოტი შესაძლოა არღვევდეს ევროკავშირის კანონმდებლობას პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ, აღნიშნავს MarketWatch.
2023 წელს იტალიის საზედამხედველო ორგანომ ChatGPT დროებით აკრძალა.
