იტალიელი დიზაინერი რობერტო კავალი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

მოდის იტალიელი დიზაინერი რობერტო კავალი 12 აპრილს 83 წლის ასაკში ფლორენციაში გარდაიცვალა, ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება. კავალი მოდის სამყაროში 1970-იანი წლებიდან მუშაობდა, 2015 წელს მის სახელობის ბრენდზე უფლებების გაყიდვამდე.
რობერტო კავალიმ ფლორენციის სახვითი ხელოვნების აკადემია დაამთავრა. პირველი კოლექცია კი 1970 წელს პარიზში გამართულ ტანსაცმლის ჩვენებაზე წარადგინა.
თავდაპირველად რობერტო კავალიმ გახსნა ჯინსების მაღაზია საფრანგეთში, სენ-ტროპეში, სადაც ყიდდა სხვა ბრენდების გადაკეთებულ ჯინსებს. 80-იან წლებში პოპულარობის დაკარგვის შემდეგ, მან პოპულარობის ახალ პიკს 90-იანი წლების ბოლოს მიაღწია , როდესაც მოდაში შემოვიდა მისი საფირმო ცხოველური პრინტები: ლეოპარდების, ვეფხვების და ზებრების.
იტალიური მედია იუწყება, რომ დიზაინერი ის დიდი ხნის განმავლობაში ავად იყო და ბოლო დღეებში მისი მდგომარეობა გაუარესდა. დაკრძალვის დრო და ადგილის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა.