იტალია Lufthansa-სთვის ITA-ს აქციების გადაცემის პროცესს აჩერებს

იტალიამ Lufthansa-სთვის ავიაკომპანია ITA Airways-ის წილის მიყიდვა შეაჩერა. მიზეზი ფასზე შეუთანხმებლობაა.
ივლისში, Lufthansa-მ 325 მილიონ ევროდ ITA-ს, რომელმაც Alitalia ჩაანაცვლა, 41%-ის შეძენაზე ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კომიტეტის ნებართვა მოიპოვა
იტალიის ეკონომიკის სამინისტრო და Lufthansa დავობენ 10 მილიონი ევროს სხვაობაზე, თქვა ანონიმურმა წყარომ. წყაროს თქმით, საბოლოო ფასი დამოკიდებული იქნება მეორე წყება აქციების ღირებულებაზე, რომელიც სავარაუდოდ გაიყიდება 41%-ის საწყისი გაყიდვიდან რამდენიმე წლის შემდეგ.
Lufthansa-ს სპიკერმა თქვა, რომ კომპანია დაიცავს ხელშეკრულების პირობებს ITA-ში ინვესტირებაზე და დასძინა, რომ ავიაკომპანიამ ხელი მოაწერა წინადადებას სამართლებრივი დაცვის შესახებ.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, დოკუმენტი ევროკომისიას ორშაბათს, 4 ნოემბერს უნდა წარდგენოდა, მაგრამ ფასზე უთანხმოების გამო ბრიუსელში არ გაგზავნეს.
avianews.ge