იტალია ჩინეთის „სარტყლისა და გზის ინიციატივას“ტოვებს

იტალიამ ჩინეთს ოფიციალურად შეატყობინა, რომ სი ძინპინის ერთ-ერთ მთავარ, „სარტყლისა და გზის“ ინიციატივას ტოვებს – ამის შესახებ ინფორმაციას euronews ავრცელებს. გამოცემის ცნობით ოფიციალური გადაწყვეტილება რომმა მას შემდეგ მიიღო ,რაც იტალიის პრემიერმა, ჯორჯია მელონიმ იტალიის წინა ხელისუფლების მიერ აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობას „შეცდომა“ უწოდა და თქვა, რომ მისი მთავრობა სარტყლისა და გზის დატოვებას განიხილავდა.
იტალია დიდი შვიდეულის ქვეყნებიდან იყო პირველი, ვინც 2019 წელს, ჩინეთის „სარტყლისა და გზის“ ინიციატივას შეუერთდა. მელონი აღნიშნული ინიციატივაზე ხელის მოწერას ეწინააღმდეგებოდა. შეთანხმება წელს 5 წლით უნდა გაგრძელებულიყო.
აღნიშნული ინიციატივა მსოფლიოს მასშტაბით ჩინეთის დაფინანსებითა და ჩინური კომპანიების ჩართულობით სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. სარტყელი და გზა მსოფლიოში ჩინური ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების ზრდის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად არის მიჩნეული.