თავდაცვის ხარჯი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო საკითხია, ზეწოლა იზრდება ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის, მათ შორის იტალიისა და ესპანეთის მიმართ, რომლებიც ჯერ ვერ ასრულებენ ნატოს მიერ დადგენილ თავდაცვის ხარჯების სტანდარტს.
მაგრამ რას ფიქრობს ამ საკითხზე მოსახლეობა? ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ აზრთა სხვადასხვაობაა.
კონტეს პარტიის, „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ მხარდამჭერების უმეტესობა არ ეთანხმება თავდაცვის ხარჯების გაზრდას. გამოკითხვის მიხედვით, იტალიელთა უმრავლესობა—41%—წინააღმდეგია უკრაინაში იტალიელი ჯარისკაცების გაგზავნისა, თუ ეს არ არის გაეროს მიერ მართული სამშვიდობო მისიის ნაწილი.
იტალიის მთავრობა მხარს უჭერს ევროკავშირის გეგმას, რომელიც კონტინენტის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. თუმცა ამ საკითხისადმი პოლიტიკური პარტიების დამოკიდებულებაც განსხვავებულია.
“იტალიისთვის მთავარი რისკი არის გადამეტებული ვალების დაგროვება, რადგან მას მეტი დავალიანება აქვს, ვიდრე სხვა ქვეყნებს. მეორე პრობლემა არის ის, რომ ფონდებიდან გარკვეული თანხა თავდაცვაზე ნაწილდება.
მესამე საკითხი კი ის არის, რომ ზოგიერთ ქვეყანას, მათ შორის ავსტრიასა და შვედეთს, არ სურს ევროპული საერთო სახელმწიფო ვალის აღება“- განაცხადა ევროკავშირის სამართლის პროფესორმა დანიელე გალომ.
წყარო: euronews georgia
