იტალია და ბელგია გაყინული რუსული აქტივების გეგმის წინააღმდეგი არიან – „პოლიტიკო“

იტალია და ბელგია ევროკავშირის მიერ შეთავაზებული გაყინული რუსული აქტივების გეგმის წინააღმდეგი არიან, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
გეგმა ითვალისწინებს ს 210 მილიარდი ევროს ღირებულების გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას.
„იტალიის პოზიცია ევროკავშირის ლიდერების გადამწყვეტი შეხვედრის წინ ძირს უთხრის ევროკომისიის იმედებს, ამ გეგმის შესახებ შეთანხმების საბოლოოდ დასრულებაზე“, – წერს „პოლიტიკო“.
როგორც გამცოემა წერს, იტალიამ შეცვალა დიპლომატიური დინამიკა და ბელგიასთან, მალტასთან და ბულგარეთთან ერთად შეადგინა დოკუმენტი, რომელიც ევროკომისიას მოუწოდებს, შეისწავლოს რუსული აქტივების გამოყენების ნაცვლად, ალტერნატიული ვარიანტები უკრაინის მხარდასაჭერად.
„ოთხი ქვეყანა აცხადებს, რომ განაგრძობენ ალტერნატიული ვარიანტების შესწავლას და განხილვას ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მნიშვნელოვნად ნაკლები რისკებით, უკრაინის ფინანსური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“, – წერს „პოლიტიკო“.
ცნობისთვის, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის შესახებ, ვიდრე სრულად არ გადაიხდის რეპარაციებს უკრაინისთვის მიყენებული ზიანისთვის. მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება 25 ხმით მიიღეს, ორმა ქვეყანამ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. მანამდე უნგრეთისა და ს პრემიერ-მინისტრებმა განაცხადეს, რომ აღნიშნულ იდეას არ ეთანხმებოდნენ.
1tv.ge