იტალია აგრძელებს ახალი მცხოვრებლების წახალისებას, გადავიდნენ მის დასახლებულ პუნქტებში, რომლებიც დეპოპულაციის წინაშე დგანან. ამჯერად, მთავრობა მზად არის გადაიხადოს 28 000 ევრო გადასვლისთვის, მაგრამ რიგი პირობებით.
28000 ევროს გრანტის მიღებას შეძლებენ ისინი, ვინც მზად არიან გადავიდნენ იტალიის ცხრა სოფლიდან ერთ-ერთში, სადაც ორი ათასამდე მოსახლე ცხოვრობს.
გარდა ამისა, გრანტის განმცხადებლები უნდა იყვნენ 40 წელზე უმცროსი ასაკის და მზად უნდა იყვნენ გადასვლისთვის განაცხადის დამტკიცებიდან 90 დღის განმავლობაში.
კანდიდატმა ასევე უნდა გახსნას ბიზნესი ახალ ადგილას, რომელიც სარგებელს მოუტანს ადგილობრივ მოსახლეობას, როგორიცაა სასტუმრო, სასტუმრო სახლი, რესტორანი ან მაღაზია, ან შეავსოს მუნიციპალიტეტისთვის საჭირო ვაკანტური ადგილი.
მათ, ვინც კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ფულის მიღება შეუძლიათ ერთჯერადად ან ყოველთვიურად – არჩევანი განმცხადებლის გადასაწყვეტია.
წყარო: 34travel.me
