იტალიაში 19 ქართველი ქალი დააკავეს ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობისათვის

იტალიის უდინეს პროვინციაში ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობისა და დამზადების ბრალდებით 19 ქართველი ქალი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით დაკავებები უდინეს პროკურატურის მიერ არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაციის ნაწილია. გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა 12 სხვადასხვა პროვინციაში 52 ლოკაციაზე ჩატარდა.
უდინეს პროვინციის შემოსავლების სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა სასამართლო უწყებებს შეატყობინეს, რომ ქართველი ქალების მნიშვნელოვანი რაოდენობა საგადასახადო კოდის მოსაპოვებლად თავს ევროკავშირის მოქალაქეებად წარადგენდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ძირითადად ს, პოლონეთის და ლიეტუვის პირადობის მოწმობებით.
ამგვარად ისინი მუშაობის უფლებას იღებდნენ და სარგებლობდნენ ევროკავშირის მოქალაქეების იურიდიული, საგადასახადო და ჯანმრთელობის შეღავათებით.
გამომძიებლები ვარაუდობენ კარგად სტრუქტურირებული ორგანიზაციის არსებობას, რომელიც დოკუმენტებს საზღვარგარეთ აწარმოებს და დაახლოებით, 600 ევროს გადახდის შემდეგ მყიდველებს აწვდის. გამოძიება გრძელდება იმის დასადგენად, თუ ვინ შეიძინა ყალბი დოკუმენტები.
ბრალდების დადასტურების შემთხვევაში ქართველებს ქვეყნიდან გააძევებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“