იტალიაში ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობისა და დამზადებისთვის 19 ქართველი ქალი დააკავეს

იტალიის უდინეს პროვინციაში ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობისა და დამზადებისთვის 19 ქართველი ქალი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო პოლიციამ, უდინეს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაციის ფარგლებში 12 სხვადასხვა პროვინციაში 52 ლოკაციაზე ჩხრეკა ჩაატარა.
უდინეს პროვინციის შემოსავლების სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა სასამართლო უწყებებს შეატყობინეს, რომ ქართველი ქალების მნიშვნელოვანი რაოდენობა საგადასახადო კოდის მოსაპოვებლად თავს ევროკავშირის მოქალაქეებად წარადგენდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირადობის მოწმობებით (სლოვაკეთის, პოლონეთის, ლიეტუვის).
ამგვარად, მათ შეეძლოთ მუშაობის უფლების მიღება და ასევე ესარგებლათ იმ იურიდიული, საგადასახადო და ჯანმრთელობის შეღავათებით, რითაც ევროკავშირის მოქალაქეები სარგებლობენ. შემდეგ ისინი სხვა პროვინციებში გადადიოდნენ, სადაც სამუშაოებს უფრო ადვილად პოულობდნენ.
გამომძიებლები ვარაუდობენ კარგად სტრუქტურირებული ორგანიზაციის არსებობას, რომელიც დოკუმენტებს საზღვარგარეთ აწარმოებს და დაახლოებით, 600 ევროს გადახდის შემდეგ მყიდველებს აწვდის. გამოძიება გრძელდება იმის დასადგენად, თუ ვინ შეიძინა ყალბი დოკუმენტები.
იტალიური მედიის ცნობით, თუ დადასტურდება, რომ დაკავებულები იტალიაში რეგულარული ბინადრობის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, მათ ქვეყნიდან გააძევებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ