იტალიაში ქურდობის მცდელობისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

იტალიაში ქურდობის მცდელობისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა ქართველები რეჯო-დი-კალაბრიაში მდებარე ერთ-ერთ ბინაში აიყვანეს. პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს, რომლებმაც დაკეტილი ბინიდან საეჭვო ხმაური გაიგეს.
ქურდობის მცდელობის გარდა, დაკავებულებს ბრალად ედებათ სხვისი ქონების დაზიანება და იარაღის უკანონო ფლობა. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ერთ-ერთი დაკავებული იტალიაში არალეგალურად იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ეს დაღესტანი მახაჩკალაა… როცა სისტემა ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას და რუსულ ჭაობში ჩათრევას, როგორც ეს რუსული გავლენის ყველა ქვეყანაში ხდება შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა, ნგრევა და მსხვერპლი (ვიდეო)