იტალიაში, ქალაქ პიზაში, 25 წლის ტუნისელი ახალგაზრდის მკვლელობისთვის ძებნილი კიდევ ერთი ქართველი დააკავეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს და წერს, რომ დაკავებულია კიდევ სამი ტუნისელი.
გამომძიებლები ამბობენ, რომ დამატებით ოთხი პირის დაჭერით მკვლელობის ყველა მონაწილე დაკავებულია. ისინი თვლიან, რომ მკვლელობაზე პასუხისმგებლები მხოლოდ პირველი დაკავებული 32 წლის ქართველი მამაკაცია.
“ვიდეო სათვალთვალო სისტემების ჩანაწერების გადამოწმებით, შეგროვებული ჩვენებებითა და კონკრეტული საკონტროლო სამსახურებით, კონკურსში გამწვავებული ჩხუბის მონაწილეების იდენტიფიცირება მოხდა. პიზის პროკურატურის მოთხოვნით, სამი ტუნისელი წინასწარი პატიმრობით ციხეშია, ხოლო დაკავებული ქართველი შინაპატიმრობაში”, – წერია განცხადებაში.
რამ გამოიწვია ჩხუბი, დაუზუსტებელია. გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ 5 იანვარს, ღამით, ქალაქ პიზას ცენტრში 25 წლის ტუნისელი ახალგაზრდა მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველი მაშინვე დააკავეს. იტალიის კარაბინელების მიერ იძებნებოდა მისი, ასევე ქართველი, თანამზრახველი.
იხილეთ ასევე:
· იტალიაში, მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს | იძებნება მისი ქართველი თანამზრახველიც




