იტალიაში სულხან-საბა ორბელიანის “მოგზაურობა ევროპაში” პრეზენტაცია გაიმართება

დღეს, 28 იანვარს, 14 საათზე, სკაუტების სახლში – Via Burigozzo 11, Milano – საზოგადოება “სამშობლო გულით სატარებელი” გიწვევთ სულხან-საბა ორბელიანის “მოგზაურობა ევროპაში” პრეზენტაციაზე. ნაწარმოები იტალიურად თარგმნა ბერნის უნივერსიტეტის დოცენტმა მანანა ტოფაძემ.
ქართველი და იტალიელი მკითხველისათვის უაღრესად საინტერესო „მოგზაურობა ევროპაში“ მოგვითხრობს სულხან-საბა ორბელიანის იტალიასა და ევროპაში მოგზაურობის ეპიზოდებს და ასახავს ქართულ-იტალიური დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიას.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – 10 წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება გასცა, რომ წყალტუბოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროს გააკეთებდნენ, თუმცა აქ კვლავაც „ქოცური“ ნანგრევებია – ეს არის სახე იმ შულერობის, არაკომპეტენტურობის და ანტიქართულებისა, რომელსაც „ქართული ოცნება“ განასახიერებს