7 ივლისს იტალიაში პოლიციამ საქართველოს 2 მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ორ მუნიციპალიტეტში, ლუკასა და პორკარის სუპერმარკეტებში ქურდობის ორი სხვადასხვა ინციდენტი მოხდა, ხოლო ბრალდებულები საქართველოს 30 და 33 წლის მოქალაქეები არიან.
პირველი ინციდენტი დილის 11:30 საათზე ლუკაში მოხდა, როდესაც პოლიციამ, სუპერმარკეტის დაცვის შეტყობინების შემდეგ, 30 წლის მამაკაცი დააკავა, რომელსაც ზურგჩანთაში ელექტრონული სიგარეტის სითხის 23 შეკვრა ჰქონდა დამალული, რომელთა ჯამური ღირებულება 600 ევროზე მეტს შეადგენს.
ქურდობის მეორე მცდელობა პოლიციამ პორკარიში მდებარე სუპერმარკეტში აღკვეთა, სადაც 33 წლის მამაკაცი მაისურის ქვეშ 2 უსადენო ყურსასმენებსა და 8 შეკვრა Oral-B ბრენდის კბილის ჯაგრისებს მალავდა, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 300 ევროა.
საქართველოს ორივე მოქალაქე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სასამართლო პროცესზე ისინი ბრალდებულებად ცნეს.
