იტალიაში მობილური ტელეფონების ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში მობილური ტელეფონების ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
დანაშაული გასულ კვირას, ვიჩენცას ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოხდა.
პოლიციის დროული ჩარევის შედეგად 30 წლის ბ.ს. დააკავეს, რომელსაც სამი მობილური ტელეფონი აღმოაჩნდა, რომელთა საერთო ღირებულება 1000 ევროზე მეტს წარმოადგენდა.
30 წლის დაკავებულს 31 წლის თანამზრახველი ჰყავდა, რომელსაც ბინადრობის მოწმობა წესრიგში აქვს და დანაშაულში თანამონაწილეობა ედება ბრალი. მესამე ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
გუშინ, მოსამართლემ 30 წლის ქართველ მამაკაცს პატიმრობა შეუფარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე გიორგი ჯამდელიანი – კანონიკური სასჯელის მოხსნა საეკლესიო კანონის მკაცრი დაცვით უნდა მოხდეს – ასეთი განაჩენის ცალმხრივი ან კომპეტენტური საეკლესიო სასამართლოს გარეშე შეცვლა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საეპისკოპოსო ინსტიტუტს, არამედ ეკლესიის მთლიანობასაც