იტალიაში მიგრაციის სფეროში საგანგებო მდგომარეობა ექვსი თვით გაახანგრძლივეს

იტალიის მთავრობამ მიგრაციის სფეროში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივა, იუწყება EFE მთავრობის პრესრელიზზე დაყრდნობით.
„წელს ჩვენ აღვნიშნეთ მიგრაციული ნაკადის მნიშვნელოვანი შემცირება, თუმცა, ამის მიუხედავად, აუცილებელია გაგრძელდეს საგანგებო ზომების მხარდაჭერა“, – ნათქვამია განცხადებაში.
იტალიის ხელისუფლებამ მიგრაციის სფეროში საგანგებო მდგომარეობა პირველად 2023 წლის აპრილში შემოიღო. მას შემდეგ ის რამდენჯერმე გაგხანგრძლივდა.
2024 წლის დასაწყისიდან იტალიაში ხმელთაშუა ზღვის გავლით 52 ათასზე მეტი მიგრანტი ჩავიდა, 2023 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით – 138 ათასი მიგრანტი.
interfax