იტალიაში კვარაცხელიასა და ლუკაკუს ახლად შექმნილ დუეტს სახელი მოუფიქრეს

იტალიურმა Gazzetta-მ სა და რომელუ ლუკაკუს დუეტს სახელი მოუფიქრა და მას Lukvara დაარქვა.
გამოცემა წერს, რომ ბელგიელმა სანაკრებო პაუზის დროს ბევრი იშრომა, ანტონიო კონტეს დარიგებები მიიღო და ახალ პარტნიორებს სულ უფრო და უფრო კარგად უგებს.
როგორც იცით, ხვიჩასა და რომელუს შემტევითმა დუეტმა “კალიარისთან” გასვლაზე 4:0 მოგებულ შეხვედრაში 2 გოლი შექმნა. კვარაცხელიამ ლუკაკუს პასით გაიტანა, რამდენიმე წუთში კი ბელგიელს უკვე ქართველმა გაატანინა.
შეხსენებისთვის, ორივე შემტევის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 4 ტურში უკვე 2 გოლი ფიქსირდება.
ლუკაკუს “გაფეტიშება” ნაადრევია ჩემი აზრით. ჯერ ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი ნაპოლიში. მითუმეტეს რომ ადრე უკეთესად თამაშობდა, განსხვავებით ხვიჩასგან, რომელმაც გუნდში ძირეული გარდატეხა შეიტანა თავის თამაშით, პირველივე დღიდან. კვარა ლუკაკუს გარეშეც ისევ ის ჯადოქარი კვარა იქნება, ლუკაკუ კვარას გარეშე არამგონია ოსიმენზე წარმატებული იყოს.