იტალიაში იწვევენ – ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, “იუვენტუსს” ზაფხულში “სიტის” 31 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველის ბერნარდო სილვას დამატება სურს, რომელიც ამ დროისთვის თავისუფალი აგენტი გახდება.
მოგეხსენებათ, მანჩესტერული გუნდის მთავარი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას ასისტენტმა პეპ ლინდერსმა განაცხადა, რომ პორტუგალიელი მიმდინარე სეზონის დასრულების მერე “ეტიჰადს” დატოვებს.
ტურინელები ბერნარდოს აგენტ ჟორჟე მენდეშს დაუკავშირდნენ და ფეხბურთელს 3+1 წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, გასამრჯელოს სახით კი სეზონურად 7-8 მილიონი ევროს გადახდას არიან ყაბულს.
შეხსენებისთვის, სილვა “სიტის” ღირსებას 2017 წლიდან მოყოლებული იცავს. მან ჯამში კლუბის ფორმა 450 შეხვედრაში მოირგო, სადაც 76 გოლი გაიტანა და 77 ასისტი მიითვალა.