იტალიაში ზვავის ჩამოწოლას ხუთი გერმანელი მთამსვლელი ემსხვერპლა

იტალიაში ზვავის ჩამოწოლას ხუთი გერმანელი მთამსვლელი ემსხვერპლა, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ზვავი ჩრდილოეთ იტალიაში, ორტლერის ალპებში ჩამოწვა.
მაშველების განცხადებით, ზვავმა მთამსვლელთა ორი ჯგუფი დაფარა.
„პირველი ჯგუფი თოვლში მთლიანად დაიფარა, სამივე მათგანი დაიღუპა“, – განაცხადეს მაშველებმა.
მთამსვლელთა მეორე ჯგუფის ოთხი წევრიდან მხოლოდ 2 გადარჩა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – დღეს ორი უზუსტესი და უმწარესი დარტყმა მიიღო “ქართულმა ოცნებამ”, მისთვის ყველაზე მტკივნეულ წერტილებში: ფული და რუსული კავშირები – მთავარია, ეს ყველაფერი ამავე ტემპით და ასეთივე სწორხაზოვნებით გაგრძელდეს