იტალიაში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 15 მედალი მოიპოვა

იტალიის ქალაქ სასარიში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 7 ოქროს, 7 ვერცხლის, 1 ბრინჯაოს მედალი და გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა.
ჩემპიონები ფრიდონ აბულაძე(63კგ), დიეგო ჩხიკვაძე(67კგ), გიორგი ჩხიკვაძე (72კგ), რამაზ ზოიძე (77კგ), გურამ ხეცურიანი (87კგ) ,გიორგი ქაცანაშვილი (97კგ)
და გიორგი მელია (130კგ) გახდნენ.
ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ – ბექა გურული(63კგ), ლერი აბულაძე (67კგ), ჯონი ხეცურიანი(72კგ), ოთარ აბულაძე(77კგ), გელა ბოლქვაძე(87კგ), აივენგო რიკაძე(92კგ) და ლაშა გობაძე(97კგ).
ბრინჯაო იური ლომაძის(77კგ) ანგარიშზეა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში