იტალიის ხელისუფლების განცხადებით, ლამპედუზას სანაპიროსთან ჩაძირულ გემზე მყოფი 50 ადამიანიდან ერთი ორი წლის გოგო გარდაიცვალა, რვა ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. ბავშვის ეროვნება არ სახელდება.
“იტალიის სანაპირო დაცვამ, ადგილობრივი თევზსაჭერი გემის დახმარებით, ორშაბათს მოახერხა 42 ადამიანის გადარჩენა, მათ შორის 2 წლის გოგონასიც, რომელიც მოგვიანებით სამაშველო გემზე გარდაიცვალა”, – განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ.
გადაჩენილთა ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ რვა ადამიანი კვლავ უგზო-უკლოდ არის დაკარგული, ხელისუფლების თქმით დაკარგულთა შორის ორი ბავშვია.