იტალიაში ბინის გაქურდვის ბრალდებით ორი ქართველი დააკავეს

იტალიაში ბინის გაქურდვის ბრალდენით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ეჭვმიტანილები 35 და 33 წლის კაცები არიან. მედია წერს, რომ ქართველებმა სახლის გატეხვის შემდეგ ნივთები გამოიტანეს და შემთხვევის ადგილი მანქანით დატოვეს, რა დროსაც პოლიცია აედევნა.
ეჭვმიტანილების მანქანაში ჩხრეკა ჩატარდა. პოლიციამ ქართველების მანქანიდან ოქროს ძვირფასი ნივთები და ბინის გასატეხი სპეციალური ხელსაწყო ამოიღეს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები – აპრილის თვე დასახელდა, როდესაც გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები