იტალიაში ათასობით ექიმი და ექთანი გაიფიცა

იტალიაში ათასობით ექიმი და ექთანი დღეს სამსახურში არ გავიდა. ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულთა პროფკავშირები აცხადებენ, რომ მთავრობის 2025 წლის ბიუჯეტში არასაკმარისი სახსრებია კადრების დასამატებლად და ხელფასების გასაზრდელად.
სამი პროფკავშირის განცხადებით, წინასწარი შეფასებით, გაფიცვაში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომელთა 85% მონაწილეობს.
იტალიური ანალიტიკური ცენტრის Gimbe-ს მონაცემებით, იტალია ეროვნულ ჯანდაცვის მომსახურებაზე მშპ-ს 6,2%-ს ხარჯავს, რაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე – 6,8%-ით დაბალია, ხოლო ერთ-სულ მოსახლეზე ჯანდაცვის ხარჯები „დიდი შვიდეულის“ წევრებს შორის ყველაზე დაბალია.
დღის განმავლობაში ხელმისაწვდომი იქნება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მინიმალური დონე.
ჯანდაცვის მინისტრი ორაციო სკილაჩი აცხადებს, რომ მთავრობა მზად არის, შეხვდეს პროფკავშირების წარმომადგენლებს და პრობლემების გადაჭრას მოლაპარაკებების მაგიდასთან ეცადოს.
მომავალ შაბათ-კვირას იტალიაში დაგეგმილია რკინიგზის თანამშრომლების გაფიცვა.
პირველი არხი