იტალიამ Apple-ი 98.6 მილიონი ევროთი დააჯარიმა

იტალიის ანტიმონოპოლიურმა ორგანომ (AGCM) ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Apple და მისი ორი განყოფილება მობილური აპლიკაციების ბაზარზე დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებისთვის 98.6 მილიონი ევროთი დააჯარიმა. კომპანიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს – ამის შესახებ Reuters–ი წერს.
მარეგულირებელმა განაცხადა, რომ ჯგუფმა, სავარაუდოდ, დაარღვია ევროპული წესები Apple-ის App Store-თან დაკავშირებით, სადაც მან „აბსოლუტური დომინირება“ მოიპოვა მესამე მხარის დეველოპერებთან ურთიერთქმედებაში.
AGCM-მა Apple-ის წინააღმდეგ გამოძიება 2023 წლის მაისში დაიწყო. მარეგულირებელმა განაცხადა, რომ 2021 წლის აპრილიდან კომპანია აპლიკაციების გარე შემქმნელებს უფრო მკაცრ კონფიდენციალურობის წესებს უწესებდა, რაც მათ არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებდა.