იტალიამ ზაფხულის ყველაზე პოპულარული მიმართულებების რეიტინგში საფრანგეთს გაუსწრო

იტალია ამ ზაფხულს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი გახდა უცხოელ ტურისტებს შორის. რეიტინგში ის მხოლოდ ესპანეთს ჩამორჩება, რეიტინგში შემდეგ ადგილებზე არიან საფრანგეთი და თურქეთი, – ნათქვამია იტალიის ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ანგარიშში, რომელიც Forwardkeys-ის სარეიტინგო სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით მომზადდა – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ეს ეხება იტალიაში საზღვარგარეთიდან ჩასულ მოგზაურებს. შიდა ტურისტების რაოდენობის მხრივ, ქვეყანა მესამე ადგილზე იყო თურქეთისა და ესპანეთის შემდეგ. თუმცა, მან მაინც მოახერხა ამ რეიტინგში საფრანგეთის გადასწრება.
ანგარიშის თანახმად, იტალიას ზაფხულის არდადეგებისთვის ყველაზე ხშირად გერმანიის, -სა და გაერთიანებული სამეფოს მცხოვრებლები ირჩევენ. ეს ტურისტები როგორც პლაჟების, ასევე იტალიის ყველაზე პოპულარული ქალაქების – რომის, მილანის, ფლორენციის, ვენეციის და სხვა – მოსანახულებლად ჩადიან.