იტალიამ ევროპაში პირველმა შემოიღო პატიმრობა Deepfake–ების შექმნისთვის

იტალიამ, ევროპაში პირველმა მიიღო ყოვლისმომცველი კანონი ს გამოყენების შესახებ: ის ითვალისწინებს სისხლის სამართლის სასჯელს და რეალურ პატიმრობას Deepfake–ების შექმნისთვის – ზიანის მიყენების შემთხვევაში ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობას – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
გარდა ამისა, კანონი ამკაცრებს სანქციებს ს ტექნოლოგიის კრიმინალური მიზნებისთვის გამოყენებაზე, მათ შორის თაღლითობისა და პირადი მონაცემების ქურდობისთვის.
ასევე შეუძლებელი გახდება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ადამიანის ზედამხედველობის გარეშე ისეთ სფეროებში, როგორიცაა , განათლება, სამართალი და სპორტი. 14 წლამდე ასაკის ბავშვებს ასევე დასჭირდებათ მშობლების თანხმობა ხელოვნურ ინტელექტზე წვდომისთვის.