იტალიამ გაყინული რუსული აქტივების, მათ შორის იახტების და ავტომობილების შენახვაზე 45 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა – Reuters

იტალიის ხელისუფლების მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით, Reuters წერს, რომ გაყინული რუსული აქტივების შენახვა იტალიას 45 მილიონ ევროზე მეტი დაუჯდა.
ოფიციალური მონაცემებით, 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით, გაყინული ქონების შენახვის ხარჯებმა 31,7 მილიონ ევროს მიაღწია. ამავდროულად, დეპარტამენტმა უარი თქვა მიმდინარე თანხის დასახელებაზე „სახელმწიფო საიდუმლოების“ მოტივით.
2022 წლიდან იტალიამ გაყინა რუსი ოლიგარქების აქტივები, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 2,3 მილიარდი ევროა. 2023 წლის ივნისში იტალიის ბანკმა გაყინული აქტივების რაოდენობა 2,5 მილიარდ დოლარად შეაფასა.
მთლიანი თანხა ამ თვეში არ განახლებულა, მაგრამ ცნობილია, რომ 2024 წლის ბოლოსთვის მხოლოდ საბანკო ანგარიშებზე გაყინული თანხის ოდენობამ 280 მილიონი ევრო შეადგინა, რაც 44 მილიონი ევროთი მეტია წინა წელთან შედარებით.
ვრცლად: www.reuters.com