„ის ჭკვიანია“ – პუტინს არ სჯერა, რომ ტრამპი ნავთობის ფასს დაწევს

პუტინს არა სჯერა, რომ -ის პრეზიდენტი რუსეთისთვის ზარალის მიყენების მიზნით შეეცდება ნავთობის ფასის დაბლა დაწევას მსოფლიოს ბაზარზე.
“ის არა მხოლოდ ჭკვიანი, პრაგმატული ადამიანიც არის” – თქვა პუტინმა რუსეთის მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.
კრემლის მმართველის თქმით, “ნავთობის ზედმეტად მაღალი ან ზედმეტად დაბალი ფასი აზარალებს როგორც ამერიკის, ისე რუსეთის ეკონომიკას”.
რუსეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ძნელად წარმოუდგენია, “მიღებულ იქნეს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ზარალს მიაყენებს -ის ეკონომიკას”.
დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ტრამპმა აღნიშნა, რომ ნავთობის მაღალი ფასი რუსეთს საშუალებას აძლევს გააგრძელოს კონფლიქტი უკრაინასთან. ტრამპმა მოუწოდა ნავთობის მსხვილ მწარმოებლებს, განსაკუთრებით საუდის არაბეთს და OPEC-ის წევრს ქვეყნებს, გაზარდონ წარმოება და შეამცირონ ფასები, რათა დასრულდეს ომი.
პუტინმა უკრაინის თაობაზე თქვა, რომ ის მზად არის მოილაპარაკოს ამერიკელ კოლეგასთან უკრაინის კონფლიქტის გარშემო. რუსეთის პრეზიდენტი თვლის, რომ ომი არ იქნებოდა, ტრამპი რომ ყოფილიყო აშშ-ის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე: ევროკავშირმა სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაა – ეს დადასტურებაა, რომ მეგობრებს ვახსოვართ

ირაკლი კობახიძე: „იგლ ჰილსის“ პროექტზე – 147 ბინა შეიძინეს საქართველოს მოქალაქეებმა, 110 – უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, 8 ბინა არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა, თავადაც ხედავთ, როგორი არაბიზაციის რისკის წინაშე დგას ქვეყანა

ირაკლი კობახიძე – მარტო უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში ბიუჯეტში შემოდის 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი – ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება

ირაკლი კობახიძე – ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეების 30% რუსეთის მოქალაქეა, შემდეგ ადგილზე არიან ინდოეთი და აზერბაიჯანი, უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა 5.9%-ია, ლტოლვილის სტატუსით კი 25 ათასამდე უკრაინელი ცხოვრობს