“ის ძალიან ძლიერი ლიდერია”- ტრამპი ალიევის შესახებ

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვლავ ახსენა აზერბაიჯანის პრეზიდენტი , როცა ის გამოდიოდა ღაზის ცეცხლის შეწყვეტის საბოლოო შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე.
„მადლობა ყველას, რომ დღეს აქ ხართ. მე ომის საკითხი გადავწყვიტე ამ ადამიანისთვის, აზერბაიჯანისთვის,“ – განაცხადა ტრამპმა მშვიდობის სამიტზე შარმ ელ-შეიხში და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევზე მიანიშნა (როგორც იუწყება Trend).
„ ახლა უკვე ხომ კარგი ურთიერთობა გაქვთ ერთმანეთთან? 32 წელი იყო დაპირისპირება, მაგრამ ჩვენ ეს საკითხი დაახლოებით ერთ საათში გადავწყვიტეთ, არა?“ – თქვა -ის პრეზიდენტმა და დაამატა „ის ძალიან ძლიერი ლიდერია, თავისი საქმე ძალიან კარგად გამოსდის.“
8 აგვისტოს ვაშინგტონში, თეთრ სახლში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მედიაციითა და მონაწილეობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო დეკლარაცია მიიღეს, რომელმაც უნდა დაასრულოს მრავალწლიანი კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. გარდა ამისა, შეთანხმების შესაბამისად, აშშ მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას 99 წლით სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებისათვის.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას