„ის შეფასება რომ ჩვენი ეკონომიკა მიგრაციის ხარჯზე გაიზარდა, ნამდვილად არ არის სწორი, მაგრამ მას მნიშვნელოვანი კონტრიბუცია აქვს“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში „თიბისი ბანკის” მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ განაცხადა.
„გამოწვევები ბევრია. ის რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში, საქართველო არ არის იზოლირებული. ოქტომბერში, როცა დაიწყო ეს ტრაგიკული მოვლენები, გარკვეული დადებითი მიგრაციის ეფექტი გვქონდა – ისრაელიდან შემცირდა ტურიზმი, მაგრამ გაიზარდა ხარჯები სურსათზე, უძრავ ქონებაზე და ა.შ.
უკრაინაში ამ ტრაგიკული მოვლენების დასრულება არის ნანატრი სცენარი, მაგრამ ამ სცენარს დიდი ალბათობით მოჰყვება მიგრაციის გადინება, გარკვეულწილად მაინც. ის შეფასება რომ ჩვენ მიგრაციის ხარჯზე გავიზარდეთ, ნამდვილად არ არის სწორი, მაგრამ მას მნიშვნელოვანი კონტრიბუცია აქვს“, – განაცხადა ოთარ ნადარაიამ.