უეინ რუნიმ ჰარი კეინი ინგლისის ისტორიაში საუკეთესო თავდამსხმელად დაასახელა.
“ჰარი ჭკვიანი ბიჭია. ყოველთვის იცოდა, რომ ყველაზე სწრაფი არ ყოფილა, თუმცა ვფიქრობ, ახლა სისწრაფე ცოტა კიდევ დაკარგა. გასულ სეზონში “ბაიერნისთვის” ძალიან ბევრი გოლი გაიტანა, ნამდვილი გოლეადორია, ცივსისხლიანია, მაგრამ ამავდროულად ძალიან ჭკვიანი.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს ვუყურე, კეინი “რეკორდმაისტერის” შემადგენლობაში ძველი დროის “რომას” ლეგენდას, ფრანჩესკო ტოტის მაგონებდა. ხშირად ჩამოდიოდა უკან, თანაგუნდელებს წინ უშვებდა, შემდეგ კი ნელ-ნელა მეთოდურად ერთვებოდა შეტევაში და სასურველ მომენტში საჯარიმოშიც აღმოჩნდებოდა. კი, სისწრაფე არაა მისი მთავარი იარაღი, მაგრამ ის ყოველთვის იქაა, სადაც გოლის გატანაა საჭირო.
ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ჰარი კეინი გახლავთ, 109 მატჩში 74 გოლი აქვს გატანილი. რაც შეეხება უეინს, ექს “მანჩესტერელმა” 120 შეხვედრაში 53-ჯერ გამოიჩინა თავი.
რაც შეეხება კეინის გასული სეზონის სტატისტიკას, ბუნდესლიგის 31 მატჩიდან ინგლისელმა 26 გოლი გაიტანა და 8 ასისტიც ჩაიწერა აქტივში.
ხავიმ შესაძლოა, ინგლისური გრანდი ჩაიბაროს
“მანჩესტერ სიტიმ” “არსენალთან” მატჩში ანტირეკორდი დაამყარა
მუდრიკი ძალებს ახალ სპორტში ცდის და უკრაინას ოლიმპიადაზე წარადგენს? – ფეხბურთელს ახალი გეგმა აქვს
