“ის საუკეთესოა… ჰკითხეთ ამის შესახებ ოსიმენს, ან ჰოლანს” – მესუთ იოზილი

ვეტერანმა გერმანელმა ფეხბურთელმა მესუთ იოზილმა დღეისთვის მსოფლიოს საუკეთესო მცველად მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი ანტონიო რუდიგერი დაასახელა.
“პრაიმში მყოფი ტონი რუდიგერი დღეისთვის მსოფლიოს საუკეთესო მცველია. ის ჩემი ყოფილი კლუბის მაისურით დაუჯერებელ სეზონს ატარებს.
კითხეთ ოსიმენს ან ჰოლანს, თუ რაოდენ მაგარია ის! შეხედეთ, რა ხდება “ჩელსიში”, მას შემდეგ რაც რუდიგერი წავიდა, მათ მისი მენტალიტეტი მოაკლდათ”, – დაწერა ოზილმა სოციალურ ქსელში.
რთულია, გერმანელის ამ სიტყვებს არ დაეთანხმო. რუდიგერი მართლაც ბრწყინვალე სეზონს ატარებს და მიუხედავად იმისა, რომ “რეალის” ორი მცველი დავიდ ალაბა და ედერ მილიტაო
დიდი ხანია ტრავმირებულნი არიან, “ბლანკოსს” მიმდინარე ლა ლიგაში მხოლოდ 11 გოლი აქვს გაშვებული, რაც სწორედ ანტონიოს დიდი დამსახურებაა. “ბლანკოსმა” ბოლო ტურში “მალიორკა” სწორედ მისი ზუსტი თავურით დაამარცხა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში